რიოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

21 აგვისტო 2016, 00:00 2894 ნახვა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი დაამარცხა. რეპეშაჟის პირველ მატჩში პეტრიაშვილის მეტოქე კანადელი კორეი ჯარვისი იყო, რომლის დამარცხებაც ქართველმა ფალავანმა შეძლო. ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს სძლია. მეოთხედფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა. პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში 7 მედალი აქვს.

ამავე კატეგორიაში