ბათუმში, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ისევ მომატებულია ​

04 ივნისი 2019, 14:50 4685 ნახვა

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე 1,6-ჯერ მეტია -  ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კვლევები 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. 

სააგენტო მონაცემებს პერიოდულად აახლებს. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების გადაჭარბების ფაქტები ხშირად, სწორედ აბუსერიძის ქუჩაზე ფიქსირდება. 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ოთხ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება.

ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლის გაზრდას ხელს უწყობს ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის არასრული წვა. ჰაერს დაბინძურებას იწვევს სოფლის მეურნეობის დარგები და ​სამრეწველო ობიექტებიც.

გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

გარემოს ეროვნული სააგენტო, პარალელურად, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობასაც ზომავს. 

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი