პრემიერ-მინისტრი ენმ-ს პასუხობს

21 აგვისტო 2016, 00:00 2181 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ნასამართლეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა.

ამავე კატეგორიაში