„ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის უფლება“- პრემიერი

02 ივნისი 2019, 21:27 1253 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის და თითოეული მოქალაქისთვის მთავარი არის ის, რომ პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის უფლება, თუმცა საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ადამიანის შერჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში