უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა

01 ივნისი 2019, 12:30 1604 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით მოქმედ სიაში გვხვდება, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი აქვთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს თამარ ბეჟანიშვილს და თამარ ბურჯანაძეს.

მოსამართლეობის მსურველებს შორის დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე არ არიან.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაში იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ.

განმცხადებელთა ახალ სიაშიც არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ცვლილებების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი