ბელარუსში აჭარის რეგიონის დღეები იწყება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების ფარგლებში მინსკში იმყოფება. დეპარტამენტის წარმომადგენლები მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალების გარდა, საშუალება ექნებათ ქართული, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ, აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლაში მიიღონ მონაწილეობა და ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები მოისმინონ.