"ეს იყო ძალიან უსამართლო კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იქნა წარმოებული" - დირექტორობის კანდიდატი თორნიკე მჟავანაძე

31 მაისი 2019, 18:18 2380 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი თორნიკე მჟავანაძე ერთადერთი კანდიდატია,  რომლის სურვილის შესახებ, გამხდარიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი კონკურსის გამოცხადებამდე გახდა ცნობილი. ასევე გავრცელდა კანდიდატის 2012 წლის ფოტო, სადაც მას მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მაისური აცვია.  ამის შესახებ ინფორმაცია „გაზეთმა ბათუმელებმა“ გავარცელეს.

დღეს კანდიდატს პროექტის პრეზენტაციის პარალელურად, ამ კითვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.

"ეს იყო ძალიან უსამართლო კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იქნა წარმოებული გარკვეული მედიასაშულების მხრიდან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო  ამ მედიასაშულებების მიმართ. მას ვიცნობ  მნიშვნელოვანი ღირებულებების დამცველადაც, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ დიდ უსამართლობასთან გვქონდა საქმე. მაისური, რომელიც მე- 7 წლის უკან გადაღებულ ფოტოზე მეცვა, ვფიქრობ, იმ დროს მისი  ჩაცმა გარკვეულ გამბედაობას მოითხოვდა. დღეს ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ იმ პროცეს და იმაისურს, იმ დროს, აბსოლუტურად სხვა დატვირთვა ქონდა.  ის, რომ თითქოს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  მე ვარ ქართული ოცნების“-ის კვოტით, ესეც არის მტკნარი სიცრუე. კანონი ესეთ მცნებას არ იცნობს. ჩემი საქმიანობა  არასოდეს  არ იყოს დაკავშირებული, რომელიმე პოლიტიკური ხელისუფლების ქებასთან, ან რომელიმე პოლიტიკური ხელისუფლების მსახურებასთან" - განაცხადა დირექტორობის კანდიდატმა თორნიკე მჟავანაძემ კითხვის პასუხად, რომელიც მას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ დაუსვა.  

მანამდე კი კანდიდატმა დახლოებით ორი საათი  ტელევიზიისა და რადიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბარს დაუთმო.

მაუწყებელს არ გააჩნია მართვის ერთიანი სისტემა, მართვის პროცესი არ არის გამჭვირვალე - არც  საზოგადოებისთვის და არც დასაქმებულებისთვის,  მაუწყებელს არ გააჩნია ფინანსური მართვის, სამართლიანი ანაზღაურების სისტემა. არ არსებობს  გადაცემების დაგგემვისა და შეფასების ერთიანი მექანიზმი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია,  რომელსაც კანდიდატმა  პრეზენტაციის დროს ხაზი გაუსვა.

"მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ისეთი მართვის ტიპი, რომელიც იქნება წესებით  კონსტრუირებული, მეტად ავტომატიზირებული. ამ თვალსაზრისით მენეჯერის უფლებამოსილება უნდა იქნეს დელეგირებული და არ იყოს ისე, რომ   დირექტორს აქ რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები.  ყველგან უნდა  არსებობდეს რაღაც კონკრეტული წესები, რომლებიც დაიცავს გადაცემის შინაარს,  დაიცავს თანამშრომლებ".

უპრველეს პრობლემად, მაუწყებელში სახელფასო კალათის გადანაწილება დაასახელა.

"მე ვფიქრობ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სახელფასო კალათა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა და თუ გავითვალისწნებთ იმას, რომ პრიორიტეტები ვერ შესრულდა, ამ მხრივაც არის ქმედითი ღონისძიებები გასატარებელი. ამის გადასაჭრელად არსებობს მრავალი გამოცდილი მატრიცა, რომელიც გულისხმობს  კრიტერიუმების დადგენას და ამ კრიტერიუმებით თანამშრომლების შეფასებას.    საბოლოო ჯამში ეს დაადგენს წესს, რომელიც იქნება წინსწარ განსაზღვრული და ადამიანებს თავად შეეძლებათ თავად გამოითვალონ და აირჩიონ საკუთარი ხელფასი. თუ პირი იქნება უფრო მაღალრისკიანი სამუშაოს შემსრულებელი ექნება მაღალი ანაზღაურება. დამატებითი უნარების და კვალიფიკაციის ფლობა უნდა შეფასდეს და აისახოს ხელფასშიც" -  განაცხადა  თორნიკე მჟავანძემ.

კანდიდატმა ტელევიზიისა და რადიოში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გასამკლავებლად, რამდენიმე სამსახურის  შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ  აუციელებლაი არსებობდეს მარკეტინგის სამახური, დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში.

მაუწყებელს არ გააჩნია ფინანსური მართვის სისტემა. ეს არის აუდიტის დასკვნაში. და როცა ასეთი შეფასება აქვს ორგანიზაციას ეჭვქვეშ დგება  მისი ეფექტიანობა,  გადაცემების ეფექტიანობა, მატერიალურ-ტექნიკური განახლების პროცესი.

მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმის პროცესი. ეს განსაზღვრავს თავის თავში ორგანიზაციის ეფექტიანობას. გადაწყვეტილებების ფინანსურ დოკუმენტს, რომელზეც მუშაობს ორგანიზაცია.არის გარკვეული ტიპის დოკუმენტები, დათვლილია გადაცემების ხარჯი, თუმცა ამ ინფორმაციის გამოყენება  კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად, სისტემატიზირებულად არ ხდება, მე ვერ დავინახე.

გამოსავალი ამ საკითხებიდან-ფინანსური მარტის კონცეფცია არის შესამუშავებელი.  საჭიროა არსებობდეს მოადგილე ფინანსების დარგში, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელმძრვანელობას საფინანსო სამსახურის, ასევე საბჭოს, რომელშიც უნდა იყოს ყველა სამსახური წარმოდგენილი“ - ფიქრობს კანდიდატი.

 

საბავშო გადაცემების არარსებობა, რადიოსა და  ონალინ პლატფორმის გაუმჯობესება, საკითხების სიღრმისეული გაშუქება - თორნიკე მჟავანძემ აღნიშნული მიმართულებების  გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ტქვა, რომ აუცილებელია ონლაინ რესურსების გამოყენება სხვადასხვა პლატფორმაზე, რომელიც არ არის ათვისებული.

საბჭოს  ერთ-ერთმა წევრმა მჟავანაძის პრეზენტაცია გარკვეულ ნაწილში  პროვოკაციულად შეაფასა.

"იყო პროვოკაციული რაღაც ნაწილში, განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმის გაძლიერების  ნაწილში. მე მგონი საშტატო ერთეულის გაზრდაზეც დაფიქრება მოგიწევთ, " - უთხრა კანდიდატს ნატა იმედაიშვილმა.

 საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ბეჟან გობაძემ კი კანდიდატს ზედმეტი თავდაჯერებულობა დაუწუნა:  "საუბრობთ ისე,  თითქოს უკვე არჩეული ხართ და ამას ჯობია მოერიდოთ".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში