,,დინამო’’ ბათუმმა დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა ბოლნისის ,,სიონი’’

30 მაისი 2019, 12:29 2088 ნახვა

ბათუმში ანგისის ბაზაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა. ,,დინამო’’ ბათუმმა დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა ბოლნისის ,,სიონი’’.  პირველი ტაიმის შემდეგ დინამო 1:0-ს იგებდა თუმცა მეორე ტაიმში ბათუმელებმა 4-ჯერ დალაშქრეს სიონის კარი, რასაც ბოლნისელებმა მხოლოდ ერთი პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

16 ტურის შემდეგ ‘’დინამო’’ ბათუმს 34 ქულა აქვს და თბილისის ‘’საბურთალოსთან’’ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. შემდეგ შეხვედრას შავიზღვისპირული გუნდი 2 ივნისს ანგისის ბაზაზე ,,რუსთავის’’ წინააღმდეგ გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი