ფილმის გადაღებები გონიოში

20 აგვისტო 2016, 00:00 2940 ნახვა

პირველი ქართული მხატვრული ფილმის “ექვთიმე თაყაიშვილის” გადაღებები გონიო-აფსაროსის ციხეში მიმდინარეობს. ფილმი ისტორიულ-ბიოგრაფიულია და გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. გადასაღები ლოკაციებისთვის ბათუმის პორტი და ბოტანიკური ბაღიც შეირჩა. ექვთიმე თაყაიშვილის როლის შემსრულებლად, ქართველი მსახიობი, რევაზ ჩხიკვიშვილი შეირჩა. ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი კი ნიკოლოზ ხომასურიძეა. ფილმის პრემიერა წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი