ტყიბულში, კარიერის მოპოვების დროს, მუშა მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოყვა 

27 მაისი 2019, 18:08 2047 ნახვა

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში 55 წლის მუშას ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა. 

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და მაშველთა ჯგუფია ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში