სამხედროებმა ცეცხლმოდებული სახლიდან ორი მცირეწლოვანი გამოიყვანეს 

27 მაისი 2019, 11:30 2603 ნახვა

დღეს, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრიდან 2 მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანა. 

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჯარისკაცებმა გზიდან შეამჩნიეს, რომ კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ, სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა. 

ხანძართან ერთად, იყო ძლიერი დაკვამლიანება, სამაშველო და სახანძრო ბრიგადების მისვლამდე, სამმა ჯარისკაცმა სიცოცხლის რისკის ფასად ოთახში შეაღწიეს და 2 მცირეწლოვანი სახლიდან გამოიყვანეს. 

მედიასაშუალბის ინფორმაციით, დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა "რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

"ინფო რუსთავმა" სამხედროების ვინაობა გაარკვია, ისინი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცი რომელიც შედარებით მძიმედ იყო და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი მუსელიანია

ხანძარი მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, დილის საათებში გაჩნდა. ნახეთ ბმული

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში