ინგა შამილიშვილის პოლიტიკური გზა

26 მაისი 2019, 15:40 2364 ნახვა

ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2016 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. იგი ზურაბ პატარაძის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილმა პრორექტორმა მუშაობა თორნიკე რიჟვაძის მინისტრთა კაბინეტშიც გააგრძელა. ინგა შამილიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მინისტრობის პერიოდში რამდენჯერმე მოექცა. მათ შორის გასული წლის ივნისში ბათუმში ფოლკლორული ფესტივალის რუსულ ენაზე მიმდინარეობის გამო.

მაშინდელმა მინისტრმა აუდიტორიას რუსულ ენაზე მიმართა, რის გამოც ის სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. თორნიკე რიჟვაძემ მისი კაბინეტის წევრს მაშინ შენიშვნა მისცა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განათლების მინისტრი რუსულ პროპაგანდაში დადანაშაულეს. სამინისტრომ ფესტივალისადმი მხარდაჭერა მაშინ დაადასტურა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ორგანიზატორი ქართული კერძო კომპანია „ჯეოსტუმარი“ იყო და მასში რუსეთის გარდა, სხვა 6 ქვეყანაც მონაწილეობდა.

ინგა შამილიშვილის მისამართით კითხვები გაჩნდა მაშინაც, როდესაც გივი სიხარულიძეს აჭარის განათლების და კულტურის მინისტრმა ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა. მანამდე მსახიობმა ღია ეთერით ქალების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ინგა შამილიშვილი, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი