თბილისში თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია იწყება. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ. ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ღებულობენ, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიებაში ასევე, აშშ-ის ევროპის სარდლობის პირველი ქვეითი დივიზიის პირველი ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. ფიცს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს. ამის შემდეგ, ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე აბარებენ პატაკს თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით – ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური, გრემი, თბილისი.