ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოების ნაწილი მახოს ხიდიდან, გონიოს ხიდამდეა დარჩენილი. მშენებლობის გაგრძელებისთვის ბათუმის მერიამ, საკუთრებაში არსებული 7 მიწის ნაკვეთი, აჭარის მთავრობას გადასცა.
გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო. ჯამში სამუშაოების ღირებულება 8 მილიონი ლარია, დარჩენილი გზის მონაკვეთის მშენებლობისათვის კი 4 მილიონი დაიხარჯება.