ელექტრომობილები მხოლოდ ახალ ბულვარში იმოძრავებენ

24 მაისი 2019, 15:08 1689 ნახვა

ელექტრომობილების მფლობელებს მუშაობის შესაძლებლობა  მიმდინარე წელსაც მიეცემა, უფრო კონკრეტულად კი დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით მონაკვეთამდე.


კვადროციკლების გადაადგილება ამ მონაკვეთში 7 თვით  ვადით  გახანგრძლივდა, 1 დეკემბრიდან კი  სრულად აიკრძალება. 

საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დღევანდელ სხდომაზე, ინიციატივა, ელექტრომობილების მუშაობის შეზღუდვაზე სწორედ მმართველ გუნდს ეკუთვნის, საკრებულომ, ბულვარის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე,   ელექტრომობილების გადაადგილება 1 მაისიდან აკრძალა,  დასაქმებულების  საპროტესტო აქციების შემდეგ კი კვლავ დათმობაზე წავიდნენ

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი