მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამ დრომდე ელოდებიან კონკრეტულ თარიღს როდის გაიმართება შეხვედრა ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან მეჩეთის მშენებლობის საკითხზე თაობაზე.
შეხვედრა 12 ივნისამდე უნდა გაიმართოს, რადგან სწორედ 12 ივნისს უნდა გამოაცხადოს საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელწიფოს არ აქვს პოლიტიკური ნება ახალი მეჩეთი აშენდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი ინტერესდებიან რატომ სჭირდება ამ საკითხზე, ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ უწყებებთან კონსულტაციების გამართვა.