"თანაპარტიელების დაუსჯელობამ გააბედინა სტუდენტის სექსუალური შევიწროვება" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 

23 მაისი 2019, 17:03 2368 ნახვა

"ქართული ოცნების" მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის წევრ ქალებზე ძალადობისა და სექსისტურ გამონათქვამებზე რეაგირების არ ქონამ, ბათუმის საკრებულოს წევრს გააბედინა სტუდენტი სავარაუდოდ შეევიწროებინა - ასე ფიქრობენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში. დღეს ეს განცხადება პარტიის ქალთა ორგანიზაციამ გააკეთა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია, ვეხმიანებით მმართველი გუნდის, მაღალჩინოსნების მიერ, ამ ბოლო დროს, ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. ეს დაიწყო ხულოში, როცა მცდელობა იყო სასტუმროდან ქალის გამოგდების, ეს გაგრძელდა ზუგდიდში, როცა პარლამენტარ ქალზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ სექსისტური განცხადება გააკეთა. ამ დაუსჯელობის სინდრომმა გააბედინა ბათუმის საკრებულოს წევრს, ლექტორს სავარაუდოდ  შეევიწროებინა სტუდენტი გოგონა,"  - განაცხადა ასმათ დიასამიძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია მოითხოვს, რომ დროულად იყოს ყველა ფაქტი გამოძიებული. "მოვითხოვთ ''ქართულმა ოცნებამ'' აიღოს პოლიტიკური პასუხიმგებლობა. ჩვენი აქ ყოფნა ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ ქალების მიმართ და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას,''- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ასმათ დიასამიძემ.

უნივერისტეტის ლექტორს და ამავდროულად, "ქართული ოცნების" კვოტით, ბათუმის საკრებულოს წევრს ომარ მახარაძეს, სექსუალურ შევიწროებაში მისვე სტუდენტი ადანაშაულებს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  ომარ მახარაძე აცხადებს, რომ "მის წინააღმდეგ უნამუსოდ იბრძვიან და მას ტელეფონი გაუტეხეს". 

ბსუ-ს უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, მას სალექციო საქმიანობა დროებით შეუჩერდა. რექტორის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევას "უნივერისტეტის ეთიკის საბჭო" განიხილავს. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ კი, გუშინ, 22  მაისს,  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს არავის დააფაროს ხელი, თუ გამოიკვეთა სექსუალური ტიპის დანაშაული, მისი კოლეგის მხრიდან. 

20 მაისს, გაზეთ ბათუმელებში, 19 წლის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მიმოწერაც გაასაჯაროვა, სადაც ლექტორი მას "თამამ სელფების" გაგზავნას სთხოვს.  სტატიაში ნაქთვამია, რომ გასაჯაროებული მიმოწერის გარდა  ასრებობს ფოტოები, რომელიც არ საჯაროვდება. 

გუშინ აჭარის მაუწყებელთან სხვა სტუდენტებმაც თქვეს, რომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის ლექციებზე, გოგონებს უკან დაჯდომას ურჩევდნენ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში