აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის და რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის გადადგომას ითხოვს რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე ბენო ჭელიძე.
საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გრძელდება. კარავში მყოფი მედიკოსების თავდაპირველი მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ინვენტარით აღჭურვა და ექსპლუატაციაში შესვლაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.