ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მან ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბანკებიდან გამოტანილი და ონლაინ სესხებია. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტია ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებს.