სამზადისი პრემიერისთვის - „მიაგულის“ გენერალური რეპეტიციები ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში მიმდინარეობს. ერთმოქმედებიანი მარიონეტული დრამა, სვანური ლეგენდის მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლზე 5-თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მარიონეტული ჟანრის სპეკტაკლის პრემიერა, 11-წლის შემდეგ მეორედ იმართება, სადაც თოჯინებს, ერთდროულად, თავად უწევთ რეკვიზიტების გადაადგილება. სპეკტაკლის საპრემიერო ჩვენება 28-29 მაისს გაიმართება.