მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა ზაურ დარგალმა გაიმარჯვა. მან ხმათა 78.6% მიიღო. ცესკოს მიერ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებამდე უბნის მონაცემებს ქართული ოცნების ოფისში თავად აჯამებდნენ და ზეიმიც ნაადრევად დაიწყეს.
ოქმების შედეგების მიხედვით, მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 36 688 ამომრჩეველმა.