ზუგდიდში პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს 

19 მაისი 2019, 08:39 3726 ნახვა

ინციდენტი, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორ მოქალაქეს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი პირველი ამომრჩევლის სტატუსი გახდა. 

21-ე უბანზე ხმის მისაცემად ქალი შევიდა, რომელსაც უკან მამაკაცი დაედევნა. სიტუაცია დაცვის პოლიციისა და უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.  "შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა" - უთხრა აჭარის მაუწყებელს მამაკაცმა, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში