ბამბუკების გამოფენა

18 მაისი 2019, 20:29 1455 ნახვა

16 სახეობის ბამბუკი და მისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები -  ავეჯი, კერძები, დესერტი და კოქტეილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ტრადიული გამოფენა გაყიდვა გაიმართა. წელს პირველად რეგიონის ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების მზარეულებმა სპეციალურად გამოფენისთვის ბამბუკისგან დამზადებული კერძები მოამზადეს. 

გამოფენაში მონაწილეობდა  მეწარმეც, რომელმაც ბამბუკის  მარინადების , მურაბების და ჯემების წარმოება, მას შემდეგ დაიწყო, როცა 5 წლის წინ გამოფენას საფუძველი ჩაეყარა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში