აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

18 მაისი 2019, 15:07 1814 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს  თერაპიული  დეპარტამენტის უფროსმა,  მხარდამჭერებთან ერთად  საავადმყოფოს ახალი შენობის ექსპლუატაციაში შესვლა მოითხოვა.აქციის მონაწილეების თქმით  ერთი წლის განმავლობაში  საავადმყოფოს ინვენტარიზაცია  ხელოვნურად ჭიანურდება.

შეკრებილებმა ლორიას ქუჩაზე  საავადმყოფოს მიმართულებით  მსვლელობაც მოაწყვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში  სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს,  სიტყვიერად კი გვითხრეს, რომ  შენობის ინვენტარიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. აქციაზე პრეტენზია ტვ 25 ის მისამართითაც გაჟღერდა. ექიმი ბენო ჭელიძე აცხადებს , რომ აღნიშნული არხი  საავადმყოფოს თემაზე დაგეგმილ აქციებს არ აშუქებს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს  25-ე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში