რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება მერთან მეჩეთის მშენებლობის საკითხზე?

17 მაისი 2019, 21:08 3109 ნახვა

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი რას გადაწყვეტს ბათუმის საქალაქო სასამართლო ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე - მოსამართლე სათათბიროდ 22 მაისს გავა. ჯუმბერ ბეჟანიძემ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა ადგილი რელიგიურ დისკრიმინაციას და არის თუ არა მართებული ყოფილი მერის გადაწყვეტილება.

უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება დაავალებს თუ არა მოსამართლე მოქმედ მერს ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხის ხელახლა განხილვას. განახლებული არსებითი განხილვის პარალელურად, მერია კვლავ მოლაპარაკების დარჩენილ რესურსზე აკეთებს აქცენტს, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა.

ხელისუფლება ღიად ითხოვს ტერიტორიის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას, ამას კი მიწის მფლობელები არ აპირებენ. ამ მოთხოვნაში მუსლიმი თემის ნაწილი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს, მათ შორის შიდა დაპირისპირების და ამის ხარჯზე პროცესის გაჭიანურების მცდელობას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი