2019 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი იწყება 

16 მაისი 2019, 11:51 7348 ნახვა

2019 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი იწყება, რომელიც ატლანტის ოკეანეს, კარიბის ზღვას და მექსიკის ყურეს მოიცავს. ქარიშხლების სეზონი, 1 ივნისიდან დაიწყება და 6 თვე გაგრძელდება; წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კი ძლიერი ქარი 15 მაისიდან იცის. 

ამერიკის ნაციონალური ქარიშხლის ცენტრის ცნობით, ატლანტისა და წყნარი ოკეანის აუზში, წელს 45 ქარიშხალი დაფიქსირდება, მათ შორის ყველაზე აქტიურები იქნებიან - პაბლო, ტანია ანდრეა, მარიო და ლორენა.

ქარიშხლის სახელებს "ნაციონალური ცენტრის" თანამშრომლები ბერძნული ალფავიტის მიხედვით არჩევენ. ქარიშხლები, რომლებსაც  დამანგრეველი ძალა ჰქონდათ და ზიანი მიაყენეს მოსახლეობას, მათი სახელები აღარ მეორდება - ეს გადაწყვეტილება ცენტრმა გასულ წელს მიიღო.  ცენტრში განმარტეს, რომ ეს არის პრევენცია, მოქალაქეებს თავიდან აარიდონ სტრესი, რომელიც უკვე არსებული ქარიშხლის სახელს უკავშირდება. 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი