მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა

15 მაისი 2019, 16:36 1169 ნახვა

მერიის მრჩეველთა საბჭომ ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალის ადგილმონაცვლეობის, ქალაქში არსებული კორპუსების სალიფტო უსაფრთხოების საკითხები  და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარ „სევერის“ ხელმძღვანელის მიმართვა განიხილა.  არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ მემორიალი გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალისგან მოშორებით იმავე ალეაზე დაიდგმება, ადგილის დაზუსტების შემდეგ კი ესკიზისათვის კონკურსი გამოცხადდება.

სალიფტო უსაფრთხოების საკითხზე საბჭომ ბათუმის მერიისგან სამშენებლო კომპანიებისთვის გაცემული ნებართვები მოითხოვეს, რომლებიც  2014 წლის შემდეგ გაიცა. მათი განმარტებით, უკვე ხუთი წელია რაც სალიფტო უსაფრთხოების ნორმებისა, მოცულობისა და ადაპტირების გათვალისწინება მშენებლებს რეგლამენტით დაევალა.

კომპანია „სევერის“ ხელმძღვანელი  მერიის მრჩეველთა საბჭოსგან    მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს და ამბობს, რომ ორგანიზაციის მისამართით დეზინფორმაცია გავრცელდა.  შეთანხმდნენ, რომ საბჭოს წევრები ორგანიზაციის მუშაობას შეამოწმებენ.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი