გაერთიანებული ოპოზიცია #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს. ისინი მირანდა მესხს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ბრალდებები დღეს აქციაზე გაახმოვანეს და თქვეს, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.