„ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს 

15 მაისი 2019, 13:11 2350 ნახვა

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს. facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ ''ლაივის“ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდებათ მომხმარებლებს, რომლებმაც სოციალური ქსელში ქცევის წესები ერთხელ მაინც დაარღვიეს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ტერორისტებს აპლიკაციასთან წვდომას შეუზღუდავს.

სანქციის დაწესება ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმებს უკავშირდება, სადაც 51 ადამიანი დაიღუპა და ეს ბოროტმოქმედმა ,,facebook live"-ში აჩვენა.

დიდმა ბრიტანეთმა ინტერნეტ-კომპანიებისთვის, სამართლებრივ ვალდებულება, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომელიც მათ საქმიანობას დაარეგულირებს. რა ვადით იმოქმედებს შეზღუდვა და რა კონკრეტული ქმედებებისთვის შეიძლება დაეკისროს მომხმარებელს სანქცია, ჯერ უცნობია.

,,ჩვენი მიზანია ცოცხალი ძალადობის რისკის მინიმუმამდე შემცირება, ხოლო ხალხმა ,,facebook"-ი  მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების გასალამაზებლად უნდა გამოიყენოს - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი