BBC - „WhatsApp“-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ აუცილებელია პროგრამის განახლება

14 მაისი 2019, 12:33 2936 ნახვა

BBC ინფორმაციით, ჰაკერებმა ტელეფონებზე „„WhatsApp“-ის აპლიკაციაში ფარული სათვალთვალო პროგრამის ჩატვირთვა შეძლეს. როგორც BBC წერს, ყველას, ვისაც სმარტფონში ეს აპლიკაცია აქვს ჩამოტვირთული, ხაკერებს სათვალთვალო პროგრამით, მათ ტელეფონებში შეღწევა შეეძლოთ.

ხმოვანი ზარის ფუნქციის გამოყენებით, პროგრამა ტელეფონში იმ შემთხვევაშიც კი ხვდებოდა, თუ მომხმარებელი ზარს არ პასუხობდა. ჰაკერებს ხელი მიუწვდებოდათ ტელეფონის კამერასა და ​მიკროფონზე. 

ასევე, მათ შეეძლოთ დაედგინათ ინფორმაცია ტელეფონის მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ.

„WhatsApp“-ში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე „კონკრეტული ტელეფონის ნომრის მფლობელები იყვნენ“. ჯერ უცნობია, რამდენი მომხმარებელი გახდა ვირუსული სათვალთვალო პროგრამის მსხვერპლი. კომპანიაში ამბობენ, რომ ჰაკერული თავდასხმისგან დაზარალებული მომხმარებლებისთვის მესინჯერის აპლიკაციის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, რაც ნიშნავს, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.

Financial Times- ცნობით, კიბერშეტევა ისრაელელმა ჰაკერებმა მოაწყვეს. უსაფრთხოების სისტემაში პრობლემა WhatsApp-მა 10 დღის წინ აღმოაჩინა, რის შემდეგაც კომპანიამ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს შეატყობინა. კომპანიამ უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემა უკვე აღმოფხვრა და მომხმარებლებს პროგრამის განახლება ურჩია

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი