9 წლიანი პატიმრობა ტელეფონის ქურდობისა და მოქალაქის დანით დაჭრისთვის

13 მაისი 2019, 12:31 2991 ნახვა

მამაკაცს, რომელმაც ხულოში, სოფელ ვაშლოვანში ჯერ მობილური ტელეფონი მოიპარა, შემდეგ კი დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  

პროკურატურის ინფორმაციით,  2018 წლის 3 აგვისტოს, გ.ა. ვაშლოვანში, ერთ-ერთი მოქალაქის  საცხოვრებელ ბინაში შევიდა და მობილური ტელეფონი მოიპარა. 

დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შემთხვევიდან 10 დღეში გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში