ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 და სამედიცინო ტურიზმის მე-2 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა დღეს დასრულდა. დასკვნით ცერემონიაზე გამოფენაში მონაწილე ყველა კომპანია დააჯილდოვეს.
სამი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო სფეროში დანერგილ ინოვაციებს, ესარგებლათ უფასო კონსულტაციებით და მიეღოთ ინფორმაცია ტურიზმის სფეროს სიახლეებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ათი უცხოური ქვეყნის კომპანიები. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „ჯეონეთ ექსპო“.