გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილი დაიკავა. ამასთან დაკავშირებით დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა. ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ 128 ქვეყანას შორის 100-ბალიანი შეფასების კრიტერიუმით, 33,9 ქულა მიიღო და წინ უსწრებს ინდოეთს, ბრაზილიას და ყაზახეთს. ქაშიბაძემ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მიზეზებსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.