მარნეულში 54 მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაეცა - სეს

10 მაისი 2019, 10:28 5093 ნახვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, დაახლოებით, 54 სული მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაეცა. ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები უკვე აიღეს. 

''ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს'' - წერია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვადასხვა მედია საშუალებაში კი წერენ, რომ მეპატრონემ პირუტყვი კრეოლინის ხსნარით დაბანა.  

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში