74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

09 მაისი 2019, 18:16 2072 ნახვა

მეორე მსოფლიოს ომში, ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვება აღნიშნეს ქვეყნის მასშტაბით. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გმირთა მემორიალები ოფიციალურმა პირებმა და მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს.

საქართველოში 2019 წლის აპრილის მონაცემებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 337 ადამიანია. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მათ ერთჯერადად 600 ლარიანი დახმარება გადაეცემათ.

აჭარაში 22 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 16 ბათუმში, რომელთაც მერია ასევე ერთჯერად 400 ლარიან დახმარებას გაუწევს, ქობულეთის მერია კი სამ ადგილობრივ ვეტერანს 500 ლარს გადასცემს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი