ბათუმსა და ხელვაჩაურში, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, ეტაპობრივად უკვე დაიწყო. სოკარ ჯორჯია გაზის'' სპეციალისტების ინფორმაციით. სრულად აბონენტებს ბუნებრივი აირი ორ სამ დღეში აღუდგება.
ბათუმსა და ხელვაჩაურში, გაზის მიწოდება 70 000 აბონენტს გუშინ შეეზღუდა. მიზეზი ბაგრატიონის ქუჩაზე ცენტრალური მილის დაზიანება გახდა. სამშენებლო კომპანიამ, ბურღვითი სამუშაოების დროს ცენტრალური მილი დააზიანა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი კომპანიამ ბუნებრივი გაზის შეწყვიტა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. სოკარ ჯორჯია გაზი მოუწოდებს მოსახლოებას, უსაფრთხოების მიზნით ყურადღებით იყვნენ გაზის დანადგარებთან.