ბათუმსა და ხელვაჩაურში, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება, ეტაპობრივად შუადღიდან დაიწყება

09 მაისი 2019, 10:53 3789 ნახვა

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, სპეციალისტებმა, გუშინ ღამითვე მოახერხეს დაზიანების სრული ლიკვიდაცია. დღეს, 9 მაისს, დილიდან ცენტრალურ მილში ბუნებრივი აირი გაუშვეს.  იმისთვის, რომ გაზი აბონენტებამდე მივიდეს, რამდენიმე საათია საჭირო.

"უკვე დარჩენილია ტექნოლოგიური პროცესი, ბუნებრივი აირი რომ აბონენტებამდე მივიდეს. ''სოკარის ჯორჯია გაზის'' სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აბონენტებს გაზის მიწოდება, შუადღიდან, ეტაპობრივად აღუდგებათ" - გვითხრეს კომპანიაში.

ბათუმსა და ხელვაჩაურში, 70 000 აბონენტს გუშინ, 8 მაისს, 16 საათისთვის გაზი გაეთიშათ. მიზეზი, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ცენტრალური მილის დაზიანება გახდა. 
სამშენებლო კომპანიამ, ბურღვითი სამუშაოების დროს, მილი გახეთქა, ბუნებრივი აირი კი ქუჩაში, ჰაერში იფრქვეოდა. 


უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანიამ ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურისა და ბათუმის აბონენტებს შეუწყვიტა.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი