70 ათასამდე აბონენტს აქვს შეწყვეტილი ბუნებრივი აირის მიწოდება, მიზეზი გზაგამყოფზე მიმდინარე სამუშაოების დროს ცენტრალური მილის დაზიანებაა - კომპანიაში, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოებს აწარმოებდა, აცხადებენ, რომ შემთხვევა არაზუსტმა რუქამ გამოიწვია. სქემის მიმწოდებლად ასახელებენ სოკარს - ამ კომპანიაში კი დეტალებს არკვევენ.
ტექნიკური ჯგუფი მუშაობს მილის აღდგენით სამუშაოებზე - ვითარება იმდენად რთული იყო, რომ აირის მიწოდების შეწყვეტა მოუხდათ მთელი ბათუმისა და ხელვაჩაურისთვის. ირწმუნებიან, რომ აირის მიწოდება ეტაპობრივად დილიდან დაიწყება. არსებობს თუ არა სანქციები, ან ვინ უნდა დაისაჯოს ათასობით აბონენტისთვის აირის მიწოდების შეფერხების გამო? ვინ იყო პასუხისმგებელი ზედამხედველობაზე?