მოიკვლიეს, რომ ''მძინარა ბაიდენზე'' ტვიტი შეცდომით გააზიარეს

07 მაისი 2019, 16:31 1672 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ტვიტერზე დონალდ ტრამპის ტვიტი გააზიარა, რომელშიც იგი პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებდა.

დღეს, 7 მაისს პრეზიდენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ მოკვლევა დასრულდა. ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ''ეს იყო შეცდომა, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა''. 

ჟურნალისტების კითხვებზე, კითხვაზე დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და რა ზომები გაატარა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ შეცდომასთან დაკავშირებით? პრესსპიკერმა თქვა, რომ ეს მათი შიდა საქმეა.

სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე დონალდ ტრამპის ტვიტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული, შემდეგ კი წაიშალა. 

საკითხის შესწავლა დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი