შემცირდება თუ არა სახელმწიფო ბალანსზე არსებული 3 ათას 119 ავტომობილის რაოდენობა და დაზოგავს თუ არა სახელმწიფო მილიონობით ლარს, რომელიც ამ მანქანების მოვლა-პატრონობისათვის იხარჯება. ჩაენაცვლება თუ არა სამთავრობო ძვირადღირებულ ავტომანქანებს ელექტრო და ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები? დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია. სამთავრობო ავტოპარკის შემცირების რეკომენდაცია გარემოს დაცვის კომიტეტს ეკუთვნის.
ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომიტეტმა მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაზე გავლენას, ავტომობილის გამონაბოლქვიც იწვევს. გარემოზე მზრუნველობის გარდა ხელისუფლებამ ფინანსების დაზოგვის მიზნით ავტოპარკის შემცირება არაერთხელ დააანონსა.
2014 წლიდან დაწყებული ოპტიმიზაციის პროცესის შედეგით უკმაყოფილონი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.