მურმან დუმბაძე პროკურატურას საქმის გამოძიების დაჩქარებას სთხოვს

02 მაისი 2019, 12:32 1405 ნახვა

პოლიტიკური მოძრაობა - "ძალა ერთობაშიას" წევრი მურმან დუმბაძე პროკურატურას საქმის გამოძიების დაჩქარებას კიდევ ერთხელ სთხოვს. პოლიტიკოსი გუშინ პროკურორის მოადგილეს შეხვდა. საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ ინციდენტს.

ყოფილი დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის წევრობის პერიოდში მასთან მოქალაქე მივიდა და 10 ათასი დოლარის დაბრუნება სთხოვა, თითქოს დეპუტატი მას თანხის ნაცვლად სამუშაოს დაწყებას სთავაზობდა.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ეს სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია იყო და  საგამოძიებო უწყებებს მიმართა. შსს პრესამსახურის ინფორმციით, საქმეზე ძიება  იძულების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი