ხვალ საქართველოში ცხელი ამინდია მოსალოდნელი

06 მაისი 2019, 11:05 2274 ნახვა

ხვალ, 7 მაისს, აჭარის სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს. იქროლებს აღმოსავლეთის ცხელი ფიონი. მთიან ზონაში (ხულო, შუახევი, ქედა) უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება  საქართველსო სხვა რეგიონებს,  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში კი +25, +27 გრადუსი იქნება.

8 მაისიდან ამინდი შეიცვლება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და მოსალოდნელია პირიოდულად ხანმოკლე წვიმა.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი