ხულოს ბიუჯეტი იზრდება

28 ივნისი 2017, 20:00 790 ნახვა

 ხულოს ბიუჯეტი, ქონების გადასახადის ხარჯზე, მილიონ 787 ათას 800 ლარით გაიზარდა და ჯამში 15 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა. ცვლილებებს მხარი ოპოზიციის წევრებმა არ დაუჭირეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები თანხების არათანაბრად გადანაწილებაზე საუბრობენ. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, 11 ათას 500 ლარით  მწვანე ტბაზე სველი წერტილები ვერ მოწესრიგდება და თანხა აუთვისებელი დარჩება.  

პროტესტი მოჰყვა მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამაში 11 ათასი ლარის დამატებას. ოპონენტთა ბრალდებებს  უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ პარტიაში და აცხადებენ, რომ თანხები, მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადანაწილდა

ამავე კატეგორიაში