გუშინვე ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვა. პირველ მერვედფინალურ შეხვერდაში ქართველმა სპორტსმენმა ფინელი ტერო ვაელიმაეკი დაამარცხა, მეოთხედფინლაში ოლიმპიურ ჩემპიონ ირანელ ომიდ ნოროოზს სძლია და ნახევარფინალში გადავიდა. 22 წლის ქართველი მოჭიდავე ნახევარფინლაში სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ბოლქვაძე იაპონელ მეტოქეს ტომოჰირო ინუესას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. შმაგი ბოლქვაძე ხულოდანაა.