ტურნირი ხელბურთში

24 ივნისი 2017, 20:00 842 ნახვა

ომარ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ხელბურთში დასრულდა. შეჯიბრება 2003-2004 წელში დაბადებულ სპორტსმენებს შორის გაიმართა, რომელშიც 5 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმისა და ხელვაჩაურის გუნდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება ბათუმის გუნდმა ანგარიშით 18-14 მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო ხელბურთელად კი მეკარე ელიზბარ ჩხიკვაძე დასახელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი