ხელვაჩაურის ბიუჯეტი გაიზარდა

18 აპრილი 2016, 00:00 4617 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარებოდა ხელვაჩაურში საკრებულოს დღევანდელი სხდომა. დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საკითხის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის მტკიცებით, თანხის ნაწილში ცვლილებები ადგილობრივმა ხელისფლებამ ვიწრო წრეში გადაწყვიტა. მათ შენიშვნები ჰქონდათ სოფლის მხარდამჭერ პროგრამასთან დაკავშირებითაც. ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ეკონომიების ხარჯზე 575 ათას 940 ლარით გაიზარდა, რომელიც ხელვაჩაურში საბავშვო ბაღების მოწყობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. რაც შეეხებ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს პროგრამით მილიონ 400 ათას 320 ლარს დახარჯავს და პრიორიტეტი გზების რეაბილიტაცია იქნება. 

ამავე კატეგორიაში