ბრალდებული დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სარჩელის სტარასბურგის სასამართლოში შეტანას გეგმავს, რომელზეც ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” ერთად იმუშავებენ. ცენტრის იურისტები დეკანოზს დღეს მოინახულებენ. ადვოკატის გიორგი ფანცულაიას, თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი მამალაძეს ღვთისმსახურება შეუჩერეს, სიმართლეს არ შეესაბამება.