ჩელე არენაზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩამპიონატის 25-ე ტურის მატჩი ქობულეთის "შუქურასა" და გორის "დილას" შორის გაიმართა. შუქურამ მოქმედი ჩემპიონი მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრის მე-80-ე წუთზე მასპინძლები ელგუჯა ლობჯანიძემ დააწინაურა და შუქურამ მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ქობულეთის კლუბი 33 ქულით ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებაში მერვე პოზიციაზეა. ხოლო გორის დილამ მიუხედავად მარცხისა, მესამე პოზიცია შეინარჩუნა.