“ცენტრ პოინტის” საქმე

30 მარტი 2017, 20:00 930 ნახვა

როცა ვსაუბრობთ დაზარალებულთა უფლებების დაცვაზე, ვფიქრობ, დაკავება-დაპატიმრება არ არის გამოსავალი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისად, მისი დაპატიმრების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, პრობლემურია საკითხი, როცა "მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული".
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზიდანვე აიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.  საქმეს ემხაურება  პროკურატურაც. - „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობამ თაღლითურად მიითვისა მენაშენეთა თანხები, რითაც შეუძლებელი გახადა მენაშენეთა წინაშე ვალდებულებების შესრულება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე დაზარალებულები, 4-წლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მეტი სასჯელი ეკუთვნოდათ.  აღნიშნულ საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, მოგვიანებით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი