ქართველი ფეხბურთელების გამარჯვება

28 მარტი 2017, 20:00 1020 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში ლატვია ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. პირველ ტაიმში ანგარიში, 11-მეტრიანი დარტყმით, ჯანო ანანიძემ გახსნა, ზედიზედ ორი გოლი კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.   შორეული დარტყმით დუბლი  ჯანო ანანიძემ შეასრულა, ხოლო ბოლო ბურთი საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ გაიტანა. გუშინდელ შეხვედრას საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებიც დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში